ერთმანეთზე უკეთესები - გიორგი მიქაუტაძემ კვარას შედეგი გაიმეორა
გიორგი მიქაუტაძემ ლიონში გოლების რაოდენობა დაამრგვალა

აღსანიშნავია, რომ რენს ბოლო გოლი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაუტანა, თანაც საკმაოდ ლამაზი დარტყმით, რის ხარჯზეც გიორგიმ ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი გაიმეორა.
მიქაუტაძე გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგის პირველ 2 სეზონში მინიმუმ 10-10 გოლი გაიტანა.
ლიონის ქართველ შემტევს რენის კარში გატანილი გოლით მაჩვენებელი სწორედ 10-მდე აუვიდა, იქამდე კი გიორგის მეცში 14 გოლი ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება კვარას, მან ნაპოლიში 12, შემდეგ კი 11 გოლი გაიტანა.
What's Your Reaction?






