კილიან მბაპემ ლა ლიგაში რონალდოს რეკორდი გააუმჯობესა

მბაპეს პირველი სეზონი მშვენიერი გამოსდის

მაი. 15, 2025 - 14:27
 0
კილიან მბაპემ ლა ლიგაში რონალდოს რეკორდი გააუმჯობესა
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი მიმდინარე სეზონში 99%-ით უტიტულოდაა დარჩენილი, კილიან მბაპეს ინდივიდუალურად მშვენიერი სეზონი აქვს.

ფრანგი ფორვარდი ლა ლიგის ბომბარდირობისკენ 28 გატანილი გოლით მიიწევს და წინ კიდევ 2 შეხვედრაა დარჩენილი, უახლოეს მდევარ ლევანდოვსკის კი 25 ბურთი აქვს შეგდებული.

აღსანიშნავია, რომ სადებიუტო სეზონში 28 გოლი პრიმერაში აქამდე მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა გატანილი, ოღონდ ბარსელონას მაისურით, მბაპეს კი მისი რეკორდის გაუმჯობესება დარჩენილ ორ ტურში შეუძლია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow