"ეს ორნი ყველასგან გამოირჩევიან" - პსჟ-ის ვეტერანმა კვარა და დემბელე გამოარჩია

ვალდოს საქებარი სიტყვები მთელი პარი სენ-ჟერმენს

მაი. 15, 2025 - 14:27
 0
"ეს ორნი ყველასგან გამოირჩევიან" - პსჟ-ის ვეტერანმა კვარა და დემბელე გამოარჩია
ვალდო, პარი სენ-ჟერმენის ყოფილი ფეხბურთელი გუნდის მიმდინარე სეზონს აფასებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მოლოდინებს გვიზიარებს.

ცხადია, მინდა, რომ პსჟ-მ მოიგოს. ვფიქრობ, მათ დაიმსახურეს ჩემპიონთა ლიგის მოგება იმისთვის, რაც მიმდინარე სეზონში უკვე გააკეთეს. გუნდი ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა, თასის ფინალშია გასული და ამას შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენებით აკეთებს.

ახლა პარიზში სხვა სიტუაციაა. ადრე მესიზე, ნეიმარზე და მბაპეზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. დღეს გუნდში დონარუმაა, ნევეშია, დუეა, ბარკოლაა, კვარაცხელიაა, დემბელეა.. ჩემი აზრით, ყველასგან გამორჩეულები ეს ორნი არიან.

- ამბობს ვალდო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow