მედია – რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან დილით გაათავისუფლა, თავი მოიკლა
რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა, ინფორმაციას რუსული მედია Telegram-ის არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სტაროვოიტმა თავი ავტომობილში მოსკოვის ოლქში მოიკლა. მისი ცხედრის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ცნობისთვის, 7 ივლისს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომან სტაროვოიტი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. რომან სტაროვოიტი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის […]


რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა, ინფორმაციას რუსული მედია Telegram-ის არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტაროვოიტმა თავი ავტომობილში მოსკოვის ოლქში მოიკლა. მისი ცხედრის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.
ცნობისთვის, 7 ივლისს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომან სტაროვოიტი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რომან სტაროვოიტი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე, 2018 წლის ოქტომბრიდან, ის კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს სტაროვოიტის გათავისუფლების თაობაზე ოფიციალური ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათ-კვირას უკრაინული დრონების თავდასხმის გამო რუსეთის საჰაერო მიმოსვლაში ქაოსი გამოიწვია.
What's Your Reaction?






