გიორგი რამიშვილის ადვოკატი – სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება – იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს
შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – გიორგი რამიშვილს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ბიზნესი, სერიოზული კავშირებით და ბუნებრივია დაზიანდებოდა მისი საქმიანი რეპუტაცია, – ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირმა ჭკადუას თქმით, იმედი აქვს, რომ საააპაელაციო სასმართლოც სწორად […]


შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – გიორგი რამიშვილს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ბიზნესი, სერიოზული კავშირებით და ბუნებრივია დაზიანდებოდა მისი საქმიანი რეპუტაცია, – ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირმა ჭკადუას თქმით, იმედი აქვს, რომ საააპაელაციო სასმართლოც სწორად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მოსამართლის გადაწყვეტიელბას არ შეცვლის.
„მიმაჩნია, რომ შუამდგომლობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის არ იყო დასაბუთებული. არ იყო ყველა ის წინაპირობა, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ყველაზე მკაცრ აღმკვეთ ღონისძიებას. ბრალდების მხარე საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლოა ბრალდებული მიიმალოს და გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა და შესაძლოა გაანადგუროს მტკიცებულებები. ბრალდების მხარე ვალდებულია, არგუმენტები წარმოუდგინოს სასამართლოს თუ რის საფუძველზე ამყარებს მის მიერ მოთხოვნილ ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას.
ბრალდებული არ გახლავს ნასამართლევი, წარსულში არ ქონია კონფლიქტი კანონთან, აღიარებდა დანაშაულს, რომელიც მოხდა მოცემულ შემთხვევაში, არ გადაუმალია, არ გაუნადგურებია მტკიცებულებები. შესაბამისად, არ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ბიზნესი, სერიოზული კავშირებით და ბუნებრივია დაზიანდებოდა მისი საქმიანი რეპუტაცია. ვფიქრობ, რომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რაც სასამართლომ მიიღო.
იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო სწორად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს თუ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედვათ, რომ გირაო არის საკმაოდ სოლიდური. და ასევე ბრალდებულმა იცის, რომ თუ მიიმალება, თუ არ დაემორჩილება კანონს, მისი სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმდება. შესაბამისად, არ დაარღვევს გირაოს პირობებს და არ შუეშლის ხელს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და ამოცანებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს მოსამართლის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ინფრომაციისთვის, მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
What's Your Reaction?






