არმაზ ახვლედიანი – რასაც „ქართული ოცნება“ არჩევნებს უწოდებს, სპეციალური ოპერაციაა – მასში მონაწილეობა არის გაუმართლებელი და უფრო მეტად ჰგავს ივანიშვილის პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერას

როცა ბატონს, ანუ ივანიშვილს, ან მის კლანში მთავარ წევრებს რაღაც არ მოეწონებათ, ამის გამო, შეიძლება, ადამიანი გაწირონ და, რაც მთავარია, ამ ადამიანს, ვისაც გაწირავენ, არ აქვს არცერთი შანსი ამ ვაი სასამართლოს და ამ ვაი პროკურატურის პირობებში გამართლდეს და თავი დაიცვას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილზე […]

ივლ. 7, 2025 - 23:57
 0
არმაზ ახვლედიანი – რასაც „ქართული ოცნება“ არჩევნებს უწოდებს, სპეციალური ოპერაციაა – მასში მონაწილეობა არის გაუმართლებელი და უფრო მეტად ჰგავს ივანიშვილის პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერას

როცა ბატონს, ანუ ივანიშვილს, ან მის კლანში მთავარ წევრებს რაღაც არ მოეწონებათ, ამის გამო, შეიძლება, ადამიანი გაწირონ და, რაც მთავარია, ამ ადამიანს, ვისაც გაწირავენ, არ აქვს არცერთი შანსი ამ ვაი სასამართლოს და ამ ვაი პროკურატურის პირობებში გამართლდეს და თავი დაიცვას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილზე საუბრისასა განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებამ ნებისმიერი პირი, შეიძლება, მიღებული თანხების, ბიზნესწილების, მისი განცხადებებისა ან კულუარებში ჩუმად ნათქვამი მოსაზრებების გამო გაწიროს, რომელიც „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ იქნება გაჟღერებული.
„ამ უკანონო სასამართლოს და ამ აბსოლუტურად პოლიტიზებული სამართალდამცავი უწყებების ხელში იმის თქმა, რომ რამე შეიძლება გამოიძიონ სამართლიანად და ობიექტურად, არის შეუძლებელი, ტყუილი, ფარსი, შესაბამისად, ვერც ამ ბიზნესმენის შემთხვევაზე, ვერცერთ სხვა შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ გამოძიება შეიძლება იყოს ობიექტური და ყველა შემთხვევაში გვაქვს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი და წარსულში ამის არა ერთი მაგალითიც, როცა ასეთი ბრძოლა ცალკეული ბიზნესმენებისა თუ სხვების წინააღმდეგ განპირობებული იყო სხვადასხვა სუბიექტური მიზეზით, როცა ბატონს, ანუ ივანიშვილს, ან მის კლანში ყველაზე მთავარ წევრებს რაღაც არ მოეწონათ, რაღაცით ვერ დაკმაყოფილდნენ, ვთქვათ, მიღებული თანხით, წილებით ან გარკვეული განცხადებებით ან კულუარებში ჩუმად ნათქვამი საწინააღმედგო მოსაზრებებით ამ ხელისუფლების მიმართ, ასეთი ან სხვა მსგავსი ნაბიჯის გამო, შეიძლება, ადამიანი გაწირონ და, რაც მთავარია, ამ ადამიანს, ვისაც გაწირავენ, არ აქვს არცერთი შანსი ამ ვაი სასამართლოს და ვაი პროკურატურის პირობებში გამართლდეს და თავი დაიცვას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია შესაბამისი რესურსი, კი თვითმმართველობის არჩევნებზე იმაზე უარესს გააკეთებს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა.
„ის, რასაც „ქართული ოცნება“ არჩევნებს უწოდებს, არის არა , არამედ საარჩევნო მანიპულაცია, სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგად აღვირახსნილად უკანონო მეთოდით, ეს პოლიციური რეჟიმი ყოველ ჯერზე, ოპონენტების ჩაწიხვლას, ხალხის ნების უგულებელყოფასა და კვლავ ძალაუფლებაში ყოფნას ახერხებს. ერთი მსგავსი პროცედურა არის დანიშნული წელს, შემოდგომაზე.
ისმის კითხვა, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? თუ ოპოზიციას ექნებოდა შესაბამისი მყარი რესურსი, რომ ამ ე.წ. არჩევნებში მას ყველა დიდი ქალაქი მოეგო საქართველოში, მაშინ, შესაძლოა, ამაზე გვეფიქრა კიდეც, მაგრამ იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, ეს რესურსი რეალურად არ არსებობს და მეორეს მხრივ, ივანიშვილი გააკეთებს იმაზე უარესს, ვიდრე გააკეთა გასულ საპარლამენტო არჩევნებში, ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა არის გაუმართლებელი და ეს უფრო მეტად ჰგავს ივანიშვილის პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow