ეს დღეც დადგა - ჰარი კეინმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო
ჰარი კეინმა ბუნდესლიგა მოიგო

წესით, ბაიერნს გუშინაც უნდა მოეგო ტიტული, თუმცა ლაიპციგმა რეკორდმაისტერს ზეიმი გრანდიოზულად ჩაუშალა და ჩემპიონობის აღნიშვნაც გადაიდო.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთის წინ, ლევერკუზენმა ფრაიბურგთან ფრე ითამაშა, გუნდებს შორის შენარჩუნებული 8 ქულიანი სხვაობა კი 2 ტურში ვეღარ აღმოიფხვრება.
რაც შეეხება ჰარი კეინს, მას მშვენიერი სეზონი გამოუვიდა. ინგლისელმა სტრაიკერმა ბუნდესლიგაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
What's Your Reaction?






