"თოფურიამ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადოს" - მახაჩევის მენეჯერი ქართველზე
"თოფურიამ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადოს" - მახაჩევის მენეჯერი ქართველზე

ამ თემას მალევე გამოეხმაურა ისლამ მახაჩევის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, რომელმაც განაცხადა, რომ თოფურიასთვის ეს შესაძლებლობა მახაჩევის გადაწყვეტილების დამსახურებაა:
"ვფიქრობ, თოფურიამ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადოს. მახაჩევმა ქამარი ვაკანტური გახადა, რათა ილიას ჩემპიონი გამხდარიყო. ეს ძალიან საპატიო ნაბიჯია. ისლამს არავინ არ ეშინია" — თქვა აბდელაზიზმა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი თავდაპირველად სავარაუდოდ ჩარლზ ოლივეირას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ტრავმის გამო ბრძოლა გადაიდო. ქამრის დროებით ვაკანტურად გამოცხადების შემდეგ კი UFC-მ ახალი ტიტულისთვის თოფურია-ოლივეირას დაპირისპირება დაადასტურა.
What's Your Reaction?






