100 მილიონი ფაბრეგასს - კომომ ესპანელი სპეციალისტის შენარჩუნება გადაწყვიტა
იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ში ახალ აღზევებული „კომო“ მთავარი მწვრთნელის, სესკ ფაბრეგასის შენარჩუნებას პრიორიტეტად მიიჩნევს...

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის ფაბრეგასს გადასცეს 100 მილიონი ევროს საბიუჯეტო რესურსი, რათა მან გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს და ახალი სეზონისთვის ევროტურნირების საგზურისთვის იბრძოლოს.
მიუხედავად ამისა, ფაბრეგასის მომავალს გარკვეული ბურუსი ჯერ კიდევ თან სდევს – მას უკვე გარკვეული ხანია "ლევერკუზენთან" აკავშირებენ, სადაც ის შესაძლოა ხაბი ალონსოს მემკვიდრე გახდეს, რომელმაც კარიერის მადრიდის "რეალში" გაგრძელება გადაწყვიტა.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა „კომო“ არ აპირებს ადვილად დანებებას და ყველაფერს აკეთებს, რათა ესპანელი სპეციალისტი პროექტში დარჩეს.
What's Your Reaction?






