ახალ ცხრიანს ეძებენ - რომელი იტალიური გრანდი დაინტერესდა მიქაუტაძით

ტურინის იუვენტუსი გიორგი მიქაუტაძით ინტერესდება

მაი. 21, 2025 - 22:57
 0
ახალ ცხრიანს ეძებენ - რომელი იტალიური გრანდი დაინტერესდა მიქაუტაძით
იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა, რომ ტურინის იუვენტუსი გუნდიდან დუშან ვლაჰოვიჩს უშვებს, მისი შეცვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კი გიორგი მიქაუტაძეა.

ტურინის იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩისა და რანდალ კოლო მუანის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება, რაც ახალი შემტევების დამატების საჭიროებას ქმნის.

ბიანკონერი ოსიმენის (ამჟამად იჯარით თურქეთის ჩემპიონ გალათასარაიში თამაშობს) შეძენით არის დაინტერესებული, რომელიც სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებს.

ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, ამიტომ იუვენტუსი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, არიან ​ვიქტორ ბონიფაცი, გიორგი მიქაუტაძე და არნო კალიმუენდო.

- წერს გამოცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow