სკანდალი პოლონეთის ნაკრებში - ლევანდოვსკი მწვრთნელს დაუპირისპირდა
რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვეტილება მიიღო — პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს დროებით ემშვიდობება. როგორც 36 წლის თავდამსხმელმა განაცხადა...

ფეხბურთელმა მიზეზად მწვრთნელისადმი ნდობის დაკარგვა დაასახელა:
„მიმდინარე სიტუაციისა და ნდობის ნაკლებობის გამო, გადავწყვიტე, ნაკრები დავტოვო. ვიმედოვნებ, მომავალში კვლავ ვითამაშებ პოლონელი გულშემატკივრების წინაშე,“ — დაწერა ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში.
კონფლიქტი მწვრთნელის გადაწყვეტილებას უკავშირდება — პრობიეჟმა ლევანდოვსკის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და მისი შემცვლელად პიოტრ ჟიელინსკი დაასახელა. ცვლილება ოფიციალურად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.
ლევანდოვსკის ანგარიშზე ნაკრებში 158 მატჩში გატანილი 85 გოლია.
What's Your Reaction?






