ფიბა-ს მინი-კალათბურთის სერტიფიცირებული პირველი ქართველი მწვრთნელები
ნიკა ბურჯანაძე და ბექა ბექაია პირველი მწვრთნელები არიან საქართველოდან, რომლებმაც ფიბა-ს მინი-კალათბურთის სამწვრთნელო სემინარები...

ლუქსემბურგში სემინარის მონაწილეებმა საკმაოდ დატვირთული სამუშაო და საგამოცდო დღეები გამოიარეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელების ნახევარზე მეტმა ტესტირებაში ზღვარი ვერ გადალახა და სერტიფიკატები ვერ მიიღო. ბექაიამ და ბურჯანაძემ ყველა საგამოცდო საკითხი წარმატებით დაძლიეს და ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორისგან, კამილ ნოვაკისგან მინი-კალათბურთის ფიბა-ს ოფიციალური სამწვრთნელო სერტიფიკატები მიიღეს.
ბექა ბექაია:
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რადგან მომეცა შანსი ვყოფილიყავი პირველი ფიბა-ს მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელი საქართველოში! 2-წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაუბრუნდება ქართულ კალათბურთს. გავიარეთ ბევრი სახის ფსიქოლოგიური სემინარები მოწვეულ ფსიქოლოგთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მინი-კალათბურთის მწვრთნელებთან გვქონდა 6 ონლაინ-სემინარი, შევიძინეთ ძალიან დიდი ცოდნა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ მინი-კალათბურთი საკუთარ ქვეყანაში. მივყვებით ყველა მითითებას და შედეგს, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში მივიღებთ. შევეცდებით, ქართველ მწვრთნელებს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გავუზიაროთ.
ნიკა ბურჯანაძე:
წარმატებით დავასრულეთ ფიბას პროგრამა მინი-კალათბურთზე. ორი წლის განმავლობაში გვქონდა დანიასა და ლუქსემბურგში პრაქტიკული და თეორიული სემინარები. ასევე გავიარეთ 6 ონლაინ-სემინარი. მოგვეცა იდეალური საშუალება, მიგვეღო მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რაც შემდგომ ძალიან დაგვეხმარება საქართველოში მინი-კალათბურთის განვითარების საქმეში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას აღნიშნული შესაძლებლობისთვის.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ბურჯანაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ხოლო ბექა ბექაია ნაკრებში მისი ასისტენტი. ორივე მათგანი სათავეში უდგას საკალათბურთო სკოლებს – ბურჯანაძე “ვინგსს”, ხოლო ბექაია ფოთის “ირაოს”, სადაც უამრავი ბავშვი და მოზარდი ვარჯიშობს.
GBF.GE
What's Your Reaction?






