სადიო მანე შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

სადიო მანე შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს — ინგლისურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სენეგალელ...

ივნ. 9, 2025 - 16:27
 0
სადიო მანე შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
სადიო მანე შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს — ინგლისურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სენეგალელ ვეტერანთან მოლაპარაკებებს იწყებს.

MirrorFootball-ის ცნობით, „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობამ 33 წლის ფეხბურთელს აცნობა, რომ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ მანეს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია კლუბის დატოვება.

მანე საუდურ გუნდს 2023 წელს შეუერთდა. ბოლო სეზონში მან 47 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow