კანდიდატი დასახელდა - ვინ შეცვლის სპალეტის იტალიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე
დღეს იტალია მოლდოვას შეხვდება მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, რომელიც ლუჩიანო სპალეტისთვის ნაკრების თავკაცის რანგში უკანასკნელი...

იტალიური მედიის ცნობით, მის ადგილს 73 წლის კლაუდიო რანიერი დაიკავებს. მან სეზონი „რომაში“ დაასრულა და ამჟამად კლუბის მენეჯერის როლშია. სწორედ დღეს იგეგმება მისი შეხვედრა „რომას“ ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც ნაკრებში დანიშვნა უნდა დადასტურდეს.
იტალიამ ჯგუფში უკვე დაკარგა უპირატესობა — ნორვეგიას 9 ქულა აქვს და ფავორიტად ითვლება. „სკუადრა აძურას“ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფის გზის იმედიღა დარჩა.
What's Your Reaction?






