ნაპოლი კვლავ მის გულშია - როგორ ეხმაურება კვარა ყოფილი გუნდის ჩემპიონობას
ხვიჩა კვარაცხელია თავის ინსტაგრამ გვერდზე წერს და ბიჭებს გამარჯვებას ვიდეოკადრების გაზიარებით ულოცავს

გუნდიდან შუა სეზონში კვარას წამოსვლის შემდეგ, ანტონიო კონტესგან ასეთ სასწაულს ბევრი არავინ ელოდა, თანაც იმის ფონზე, რომ ნაპოლიში ხვიჩას სრულფასოვანი შემცვლელი არც მიუყვანიათ.
მიუხედავად ამისა, კლუბმა ინტერს წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია, ბოლო ტურში კალიარი მაკტომინეისა და ლუკაკუს ლამაზი გოლებით დაამარცხა და სკუდეტოს ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა.
"FORZA NAPOLI SEMPRE", - წერს ხვიჩა კვარაცხელია თავის ინსტაგრამ გვერდზე და ბიჭებს გამარჯვებას ვიდეოკადრების გაზიარებით ულოცავს.
What's Your Reaction?






