პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში, ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა პერსონალური სანქციების დაწესებას ეხებოდა. „შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ივანიშვილის რეჟიმის მიერ დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის დროს ასევე ხაზი გაუსვეს დიდი […]

ივლ. 9, 2025 - 12:27
 0
პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში, ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობერტ ტევერსონს შეხვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა პერსონალური სანქციების დაწესებას ეხებოდა.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ივანიშვილის რეჟიმის მიერ დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის დროს ასევე ხაზი გაუსვეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის დახმარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow