საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას - ატმის შეღებვის კადრებთან დაკავშირებით, სურსათის სააგენტომ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, სააგენტომ კი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა. „საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, სააგენტომ კი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.
What's Your Reaction?






