"ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება" - საბა ხარებაშვილი

საბა ხარებაშვილის პირველი კომენტარი ნაკრების დებიუტის შემდეგ

ივნ. 6, 2025 - 15:57
 0
"ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება" - საბა ხარებაშვილი
გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე ფარერებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დავამარცხეთ.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის საბა ხარებაშვილი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა, რომლის პირველი კომენტარიც ასეთი გახლავთ:

დაუვიწყარი ემოცია იყო, მოედანზე რომ შევდიოდი, ბავშვობაში რა ოცნებაც მქონდა, ყველაფერი თვალწინ დამიდგა – ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება. განსაკუთრებული და ამაღელვებელი მომენტი იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სახლში, „დინამო არენაზე“ მქონდა და თავს თავისუფლად ვგრძნობდი.

დაძაბული შეხვედრა გვქონდა, მეტოქე დაცვაში კომპაქტურად და ორგანიზებულად თამაშობდა, მაგრამ მოვინდომეთ და მოვიგეთ. თან ეს მოგება მივუძღვენით გიორგი ლორიას, რომელიც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. მეც მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ეროვნული ნაკრებისთვის აქვს გაკეთებული. მართალია, ახლა პირველად მომიხდა მასთან ერთად თამაში, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი.

ნაკრებში ფეხბურთელებმა კარგად მიმიღეს, გუნდში ოჯახური გარემოა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- თქვა საბა ხარებაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow