“ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის” – თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს
აშშ-ს თეთრი სახლი ვაშინგტონსა და კიევს შორის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ და აღნიშნული პარტნიორობა რუსეთს ძლიერ გზავნილს უგზავნის – შეერთებულ შტატებს თამაშში თავისი როლი აქვს და უკრაინის გრძელვადიანი წარმატების ერთგულია. ეს შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ს ეკონომიკურ ჩართულობას უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და […] The post “ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის” – თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს appeared first on .

აშშ-ს თეთრი სახლი ვაშინგტონსა და კიევს შორის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ და აღნიშნული პარტნიორობა რუსეთს ძლიერ გზავნილს უგზავნის – შეერთებულ შტატებს თამაშში თავისი როლი აქვს და უკრაინის გრძელვადიანი წარმატების ერთგულია.
ეს შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ს ეკონომიკურ ჩართულობას უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლის უზრუნველსაყოფად.
შეთანხმება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, იმ მასშტაბური დესტრუქციის საპასუხოდ, რომელიც რუსეთს სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია.
ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას”,-აღნიშნულია განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის სარგებლები, რომლებსაც ორი ქვეყანა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის ოპერირების შედეგად მიიღებს:
- უკრაინასა და აშშ-ს შორის ამ თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნება ფონდი, რომელიც მიიღებს უკრაინის ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან მიღებული ჰონორარების, ლიცენზიის გადასახადებისა და სხვა მსგავსი შემოსავლების 50 პროცენტს.
- ეს თანხები ინვესტიციის სახით ჩაიდება ახალ პროექტებში უკრაინაში, რაც გრძელვადიან შემოსავალს შექმნის როგორც ამერიკელი, ისე უკრაინელი ხალხისთვის.
- ახალი პროექტები წამოწყებისას, ფონდის რესურსები სწრაფად გადანაწილდება ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უკრაინის განვითარების სხვა პრიორიტეტების მხარდასაჭერად.
- არაპირდაპირი სარგებელი იქნება კერძო სექტორის გაძლიერება და უფრო მტკიცე და მდგრადი ინფრასტრუქტურა, რაც უკრაინის გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს.
- შეთანხმების ზედამხედველი იქნება კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოშიც თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი სამი უკრაინელი და სამი ამერიკელი წევრი. ისინი კოლაბორაციული პროცესის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს ფონდიდან რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით, როგორიცაა ინვესტიციები და [თანხების] განაწილებები.
- თანამშრომლობა ასევე უზრუნველყოფს უმაღლეს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რათა უკრაინისა და აშშ-ს მოქალაქეებმა თანაბრად ისარგებლონ უკრაინის რეკონსტრუქციით.
- ბუნებრივი წიაღისეულის პროექტებში შედის მინერალების, ნახშირწყალბადებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
- თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ამ რესურსების შეძენა სურს, გვექნება პრიორიტეტი, თავად შევიძინოთ ისინი ან თავად ავირჩიოთ ის, ვინც მათ შეიძენს.
- ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი საშუალებას იძლევა, რომ კრიტიკული რესურსები არ მოხვდეს არასწორ ხელში.
- ამასთან, ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას.
- ვერცერთი სახელმწიფო, კომპანია ან პირი, რომელმაც დააფინანსა ან მოამარაგა რუსეთის ომის მანქანა, ვერ ისარგებლებს უკრაინის რეკონსტრუქციით და ვერ ჩაერთვება პროექტებში, რომლებიც ფონდის რესურსებით იქნება დაფინანსებული.
ამერიკამ და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ისტორიული დოკუმენტის თანახმად, წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში დარჩება და იქნება თანაბარი პარტნიორობა. ფონდში 50/50-ზე ხმის პროპორციულობით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი ხმის უფლებაა არც ერთ მხარეს არ ექნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმებით უკრაინა ამერიკისგან ვალს არ იღებს.
The post “ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის” – თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს appeared first on .
What's Your Reaction?






