"ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა" - იამალი მესისთან შედარებაზე

ბარსას ტალანტი ლეო მესიზე საუბრობს

აპრ. 30, 2025 - 16:27
 0
"ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა" - იამალი მესისთან შედარებაზე
ბარსელონას 17 წლის ვუნდერკინდს, ლამინ იამალს ლიონელ მესისთან შედარებაზე ჰკითხეს, რაზეც ესპანელ შემტევს ასეთი პასუხი ჰქონდა:

მესისთან შედარებები? ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მე 17 წლის ვარ და მესისთან გაიგივება დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხდე.

რაც უფრო მეტ წნეხს ავლენენ ჩემს მიმართ, მით უფრო კარგად ასპარეზობას შევეცდები. ეს წნეხი ჩემთვის პოზიტიურად მუშაობს.

- თქვა იამალმა.

17 წლის იამალი მიმდინარე სეზონში ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow