"ეს ჩემი მიზანია" - თოფურია სპორტს იცვლის?
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავისი სამომავლო გეგმები YouTube არხ Nelk-ის ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ MMA-ს შემდეგ...

"ელ მატადორის" თქმით, კრივში სუპერ ჩხუბში მონაწილეობა მისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და მიაჩნია, რომ შესაბამისი მომზადებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა სრულიად რეალისტურია.
"ვფიქრობ, თუ ექვს თვეს მხოლოდ კრივზე ვიმუშავებ და MMA-ს სხვა ელემენტებზე — ჭიდაობაზე და პარტერზე ყურადღებას არ გავამახვილებ, ტიტულისთვის ბრძოლისთვის მზად ვიქნები," – განაცხადა თოფურიამ.
აღსანიშნავია, რომ თოფურიამ მსგავსი განწყობა რამდენიმე თვის წინაც დააფიქსირა, როცა ერთ-ერთ ინტერვიუში კრივში საკუთარი ძალების მოსინჯვაზე ისაუბრა.
What's Your Reaction?






