"ეს 8 წლის ასაკში მსაწავლეს" - რა მოეწონა კვარაში ლეგენდარულ დელ პიეროს

დელ პიერომ არსენალთან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია

აპრ. 30, 2025 - 20:27
 0
"ეს 8 წლის ასაკში მსაწავლეს" - რა მოეწონა კვარაში ლეგენდარულ დელ პიეროს
არსენალთან გაკეთებული საგოლე გადაცემისა და შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ალესანდრო დელ პიერომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

როცა კვარაცხელია ბურთს იღებს, გადაწყვეტილებებს წამის მეათედში იღებს. მან აიძულა ტიმბერი სიღრმეში დაეხია. დემბელეს პასი არცთუ კარგი იყო, მაგრამ კვარამ შესანიშნავად იმოძრავა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, რაც რვა წლის ასაკში მასწავლეს.

ასე ქმედება, რასაც კვარა აკეთებს, მცველს ვითარებაში გარკვევის დროს არ უტოვებს. მას მოძრაობით ნებისმიერ მხარეს შეუძლია წაიღოს ბურთი, მარცხნივ თუ მარჯვნივ, ამიტომაც გადმოვიდა კვარაზე „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი, რომ ორმაგი დაცვა ეთამაშათ და ამ ვითრებაში დემბელეს გოლისთვის სივრცე გამოუთავისუფლდა.

- ამბობს დელ პიერო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow