ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას – ევროკავშირი

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასა და კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას გმობს. გაერთიანების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და […]

მაი. 3, 2025 - 21:57
 0
ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას – ევროკავშირი

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ს მიერ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასა და კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას გმობს.
გაერთიანების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ.
ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია ევროკავშირის განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow