"ვეცდებით, რომ ქუთაისში გავიმარჯვოთ" - ვლადიმერ მამუჩაშვილი

ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა კომენტარი ომონიასთან მინიმალური სხვაობით წაგების შემდეგ გააკეთა

ივლ. 25, 2025 - 23:27
 0
"ვეცდებით, რომ ქუთაისში გავიმარჯვოთ" - ვლადიმერ მამუჩაშვილი
ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა კომენტარი ომონიასთან მინიმალური სხვაობით წაგების შემდეგ გააკეთა:

კვიპროსში რთული თამაში იყო, ომონია კარგი გუნდია. ვიცოდით, რომ პირველივე წუთებიდან შეგვიტევდნენ, რადგან საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ და ამ უპირატესობის გამოყენებას შეეცდებოდნენ.

გოლი შეცდომის შედეგად გავუშვით, მაგრამ შემდეგ კარგი საგოლე შანსი გვქონდა, გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო და ომონიასაც. ვეცდებით, საპასუხო შეხვედრაში შეცდომები გამოვასწოროთ და ქუთაისში გავიმარჯვოთ.

- თქვა მამუჩაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow