"ვისი გოლითაც ფინალში გავალთ, მის სახეს თავზე დავიხატავ" - რას წერენ პსჟ-ის ფანები არსენალთან მატჩამდე
პარიზელებს დღეს დიდი მოლოდინები აქვთ

გთავაზობთ პარიზელი გულშემატკივრების გამორჩეულ კომენტარებს, რომლებსაც ისინი დღევანდელი მატჩის წინ წერენ:
"ზოგადად ცხოვრებაში მორწმუნე არ ვარ, მაგრამ დღეს ყველა ღმერთს ვთხოვ დახმარებას"
"ფინალში ვისი გოლითაც გავალთ, მის სახეს თავის ქალაზე დავიხატავ"
"მე რომ ახლა პსჟ-ის პრეზიდენტი ვიყო და ამდენი ფული მქონდეს, თამაშამდე ფეხბურთელების მოგებისთვის მილიონიან ბონუსს დავპირდებოდი"
"კარში მფრინავი კენგური გვყავს, შეტევაში კი ლეოპარდები, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია!"
"თუ დღესაც დაგვიცდება ფეხი, ფეხბურთის ყურებას თავს დავანებებ", - წერენ პსჟ-ის ფანები.
What's Your Reaction?






