უახლესი რეიტინგი - ელიან თუ არა ფინალში გასვლის შემდეგ კვარას ოქროს ბურთის ათეულში
იქნება თუ არა კვარა ათეულში

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. გარდა იმისა, რომ კვარას საკვანძო პასები ჰქონდა, ქართველი გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა მისი ჩახვეული ბურთი, იგივე 'ტირაჯირო' ძელს მოხვდა და არსენალი იმ მომენტში გოლის გაშვებისგან გადარჩა.
ასევე, კვარა დაცვაშიც ტრადიციულად ბევრს მუშაობდა. ეს ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა, რაც ლუის ენრიკეს ქართველის თამაშში ყველაზე მეტად მოსწონს.
რაც შეეხება ოქროს ბურთის უახლეს ათეულს, აქ უკვე ხვიჩას აუცილებლად ელიან.
ასე გამოიყურება ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილე გუნდების ვინაობის გაგების შემდეგ ოქროს ბურთის ათეული:
რაფინია, დემბელე, იამალი, სალაჰი, ლაუტარო, პედრი, რაისი, კვარაცხელია, ლევანდოვსკი და ვან დაიკი.
What's Your Reaction?






