"ვფიქრობ ის გაიმარჯვებს, რადგან.." - ლეგენდარულმა მებრძოლმა ფავორიტი დაასახელა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჩარლ ოლივერიას მოახლოებულ სატიტულო დაპირისპირებაზე...

ივნ. 18, 2025 - 14:56
 0
"ვფიქრობ ის გაიმარჯვებს, რადგან.." - ლეგენდარულმა მებრძოლმა ფავორიტი დაასახელა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჩარლ ოლივერიას მოახლოებულ სატიტულო დაპირისპირებაზე ისაუბრა და საკუთარი ფავორიტიც დაასახელა.

"ვფიქრობ, ილია გაიმარჯვებს, რადგან ვერ ვხედავ ვერანაირ გზას, როგორ მოიგებს ოლივეირა. შეიძლება ბრაზილიელმა მახრჩობელა ილეთით მოიგოს, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდება.

თოფურიას მხარეს იმიტომ ვიხრები, რომ ის მებრძოლია, რომელიც მეტოქეებს მარტივად აფინიშებს - ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავთ ამ ორთაბძოლას
", - განაცხადა პორიემ.

შეგახსენებთ, ზემოთხსენებული დაპირისპირება UFC 317-ზე, 29 ივნისს გაიმართება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow