ზელენსკი: “რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს შეცვლა”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისს კიევის ცენტრში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა ჩაწერა, „დამოუკიდებლობის მოედანზე ცხოვრებასა და წითელ მოედანზე შიშის აღლუმს შორის სხვაობის“ სადემონსტრაციოდ. „დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ, ყველასთან ერთად, ვინც 80 წლის წინ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდა, რათა ბოროტება დამარცხებულიყო და ეს აღარასდროს მომხდარიყო. სამწუხაროდ, სამი წლის წინ ეს […]

მაი. 8, 2025 - 14:27
 0
ზელენსკი: “რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს შეცვლა”

უკრაინის პრეზიდენტმა მ 8 მაისს ს ცენტრში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა ჩაწერა, „დამოუკიდებლობის მოედანზე ცხოვრებასა და წითელ მოედანზე შიშის აღლუმს შორის სხვაობის“ სადემონსტრაციოდ.
„დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ, ყველასთან ერთად, ვინც 80 წლის წინ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდა, რათა ბოროტება დამარცხებულიყო და ეს აღარასდროს მომხდარიყო. სამწუხაროდ, სამი წლის წინ ეს კვლავ მოხდა და ისევე, როგორც ადრე, კიევის თავზე კვლავ გაისმა საჰაერო განგაშის ხმა და ბოროტებამ ჩვენს უკრაინულ მიწაზე კვლავ მოაღწია. სამი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს, აქ რუსული ტექნიკა დაწვეს”, – თქვა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, ხვალ “აგრესორი სახელმწიფოს“ დედაქალაქში იქნება ტანკების კოლონები, „მკვლელების სამხედრო მარში“, „იქნება ცინიზმის აღლუმი”.
„ტყუილის აღლუმი. თითქოს ნაციზმი არა ათობით მოკავშირე სახელმწიფომ, არამედ თავად პუტინმა დაამარცხა. თითქოს მან საკუთარი ხელით აღმართა გამარჯვების დროშა ბერლინში, რაიხსტაგზე. მადლობა ღმერთს, მ ამ ჭაობს თავი დააღწია. მადლობა ღმერთს, უკრაინას არ დავიწყებია, რომ 80 წლის წინ ათობით ერი იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან გაიხსენა, რომ მეორე მსოფლიო ომში 8 მილიონი უკრაინელი დაიღუპა, და თითქმის ყველა უკრაინელის ოჯახშია გმირი, რომელიც იბრძოდა და ახლაც ებრძვის ბოროტებას.
ზელენსკის სიტყვებით, “ რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს შეცვლა, როგორც ეს 80 წლის წინ მოხდა, როცა ნათელი გახდა, რომ ბოროტების დამშვიდება შეუძლებელია, ყველა ერთად უნდა შეებრძოლოს მას”.
მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც “დიდ სამამულო ომში გამარჯვების” 80 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში 20-მდე ქვეყნის ლიდერებს ელიან.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow