ზეპირი შეთანხმება არსებობს - "იუვენტუსი" ზაფხულში 25 წლის კანადელი ფორვარდით გაძლიერდება
"იუვენტუსი" ზაფხულში 25 წლის კანადელი ფორვარდით გაძლიერდება

25 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი ამოეწურა ფრანგულ „ლილთან“, რაც „იუვენტუსს“ შესაძლებლობას აძლევს, მას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმოს.
დევიდი გასულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფორვარდი იყო საფრანგეთის ჩემპიონატში: ლიგა 1-ში ის 16 გოლით მეოთხე ბომბარდირი გახდა, საერთო ჯამში კი ყველა ტურნირზე 49 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
What's Your Reaction?






