"ზუსტად ასე გაგვეყინა გული" - ნიკო ფალიანი უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა
30 წლის ნიკო ფალიანის უშბაზე ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს."საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში" - ნათქვამია განცხადებაში.ნიკოლოზ ფალიანი იყო IFMGA-IS მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა. ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ:"ნიკო, როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გნახავ! სად არის სამართალი!სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობთ შენი მეგობრები. დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე – შენს საყვარელ სივრცეში.შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის სიხარულით და თავგადასავლით იყო სავსე. შენი ღიმილი, დაუღალავი სული და დაუვიწყარი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.მთავარია, რომ გახსოვდეს – შენ ჩვენთან ხარ. ყველგან, სადაც ვუყურებთ ცას, მთებს, ვგრძნობთ ქარს… იქ ხარ შენ. მშვიდად დაისვენე, ძვირფასო მეგობარო" – წერს სოციალურ ქსელში ელისო მარგიანი."მთელ სვანეთს ზუსტად ასე გაგვეყინა გული. უდიდესი ტრაგედიაა ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვა. დღეს ნიკოლოზობაა და წმინდა ნიკოლოზი იყოს შენი სულის მფარვალი... გისამძიმრებ სვანეთო!.." - წერს სვანეთი ნიუსი.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში" - ნათქვამია განცხადებაში.
ნიკოლოზ ფალიანი იყო IFMGA-IS მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა.
ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ:
"ნიკო, როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გნახავ! სად არის სამართალი!
სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობთ შენი მეგობრები. დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე – შენს საყვარელ სივრცეში.
შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის სიხარულით და თავგადასავლით იყო სავსე. შენი ღიმილი, დაუღალავი სული და დაუვიწყარი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.
მთავარია, რომ გახსოვდეს – შენ ჩვენთან ხარ. ყველგან, სადაც ვუყურებთ ცას, მთებს, ვგრძნობთ ქარს… იქ ხარ შენ. მშვიდად დაისვენე, ძვირფასო მეგობარო" – წერს სოციალურ ქსელში ელისო მარგიანი.

"მთელ სვანეთს ზუსტად ასე გაგვეყინა გული. უდიდესი ტრაგედიაა ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვა. დღეს ნიკოლოზობაა და წმინდა ნიკოლოზი იყოს შენი სულის მფარვალი... გისამძიმრებ სვანეთო!.." - წერს სვანეთი ნიუსი.
What's Your Reaction?






