"ზუსტად ეს სხვაობაა ხვიჩას და ნეიმარს შორის" - რას ამბობს იური სიომინი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ძველმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, რომელიც კვარას მოსკოვის ლოკომოტივში წვრთნიდა, ქართველ ფეხბურთელზე და მისი გუნდის წარმატებაზე ისაუბრა

ივნ. 17, 2025 - 14:57
 0
"ზუსტად ეს სხვაობაა ხვიჩას და ნეიმარს შორის" - რას ამბობს იური სიომინი კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას ძველმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, რომელიც კვარას მოსკოვის ლოკომოტივში წვრთნიდა, ქართველ ფეხბურთელზე და მისი გუნდის წარმატებაზე ისაუბრა.

რუსი სპეციალისტის აზრით, პარადოქსი სულაც არაა ის, რომ პარიზმა ჩემპიონთა ლიგის მოგება ახლა შეძლო და არა მაშინ, როდესაც გუნდს შეტევაში ერთმანეთზე უკეთესი ვარსკვლავები ჰყავდა.

ახლა სუპერვარსკვლავები არ არიან, მაგრამ ნეიმარი არც არასდროს გააკეთებდა იმას, რასაც ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს გუნდისთვის. მას შეუძლია, რომ მატჩის 90-ე წუთზე დაცვაში ჩამოვიდეს და გუნდელებს დაეხმაროს, სხვაობაც სწორედ ამაშია.

ძველი ფორმაციის პარი სენ-ჟერმენში სამი ფეხბურთელი პრაქტიკულად ყველაფერს მოწყვეტილი იყო, ახლა კი გუნდი დაცვასაც ერთად თამაშობს და შეტევასაც, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის თასი კანონზომიერად მოვიდა.

- თქვა იური სიომინმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow