„თანამგზავრი მადრიდში“ – როგორ გადააქცია ქართველმა ჟურნალისტმა ესპანეთში ემიგრაცია ტურისტულ ბიზნესად

ქართული ტურისტული პროექტის “თანამგზავრი მადრიდში” დამფუძნებელი, თაკო აბესაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის შესახებ საუბრობს. თაკო აბესაძე საქართველოში სპორტული ჟურნალისტი და პროდიუსერი იყო, თუმცა 3 წლის წინ მან ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს, ქართული ტურისტული პროექტის ფარგლებში აბესაძე ქართველ მოგზაურებს და არამხოლოდ, “თანამგზავრი მადრიდში” სახელით მადრიდის სრულად ახლებურად აღმოჩენაში ეხმარება. როგორც თავად […]

ივნ. 16, 2025 - 00:27
 0
„თანამგზავრი მადრიდში“ – როგორ გადააქცია ქართველმა ჟურნალისტმა ესპანეთში ემიგრაცია ტურისტულ ბიზნესად

ქართული ტურისტული პროექტის “თანამგზავრი მადრიდში” დამფუძნებელი, თაკო აბესაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის შესახებ საუბრობს.
თაკო აბესაძე საქართველოში სპორტული ჟურნალისტი და პროდიუსერი იყო, თუმცა 3 წლის წინ მან ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს, ქართული ტურისტული პროექტის ფარგლებში აბესაძე ქართველ მოგზაურებს და არამხოლოდ, “თანამგზავრი მადრიდში” სახელით მადრიდის სრულად ახლებურად აღმოჩენაში ეხმარება.
როგორც თავად აღნიშნავს, საწყის ეტაპზე კომპანია ქართველ ტურისტებს მხოლოდ საფეხმავლო და საექსკურსიო ტურებს სთავაზობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომსახურების სპექტრი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა უკვე ესპანეთის საზღვრებსაც გასცდა.
„დღესდღეობით მომხმარებლებს შოპინგ, გასტრო და სპორტულ ტურებს ვთავაზობთ. უზრუნველვყოფთ ბინით მომსახურებას და ტრანსფერის სერვისს აეროპორტიდან. გვყავს ქართულენოვანი გიდები, მძღოლი, გამყოლი და აპარტამენტის მასპინძელიც კი, რაც ჩვენი ტურისტებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია“, – ამბობს აბესაძე.
მისი თქმით, „თანამგზავრი მადრიდში“ ძირითადად ქართველ ტურისტებზეა ორიენტირებული. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ვიზიტორები ხშირად ითხოვენ მადრიდთან ახლოს მდებარე ისტორიული ქალაქების ტურს.
„ქართველები როდესაც ესპანეთში ჩამოდიან, ისინი მოგვმართავენ რომ მადრიდის და მასთან მდებარე ახლო ქალაქების ტური დავუგეგმოთ. ეს იქნება ტოლედო, სეგოვია, გვაქვს ანდალუზიაში სევილიის ტურები გამყოლის მომსახურებით. ასევე, ტურისტებს ვემსახურებით ვალენსიაშიც. სეზონიდან გამომდინარე, ვამატებთ ხოლმე ზღვისპირა ტურებს მალაგას და მარბეის მიმართულებითაც. გვაქვს სიახლე, გავცდით ესპანეთს და დავამატეთ ლისაბონისა და პორტოს მიმართულებები, რომელიც მომხმარებლების დიდი სურვილით იყო ნაკარნახები“, – თქვა მან.
აბესაძის ინფორმაციით, პროექტი მცირე მასშტაბით დაიწყო, თუმცა დღეს კომპანიას უკვე 5 დასაქმებული ჰყავს.
„ყველაზე დიდი მოთხოვნა მადრიდის საფეხმავლო ტურებზე გვაქვს – ესპანეთის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ტურისტებისთვის ყოველთვის საინტერესოა. ასევე პოპულარულია შოპინგ ტური აუთლეტებში და ბუტიკებში, ასევე განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს სპორტული ტურებიც“, – განმარტავს აბესაძე.
კომპანია სამომავლო პერსპექტივაში საქართველოში ტურისტების შემოყვანასაც გეგმავს და მზაობას აცხადებს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow