თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ცნობით, გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 22 ივლისს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბებში. “სამივე გვირაბში არსებული განათებები თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით იცვლება. აღნიშნულ პერიოდში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ […] The post თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია appeared first on .

ივლ. 21, 2025 - 22:57
 0
თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ცნობით, გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, 22 ივლისს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბებში.

“სამივე გვირაბში არსებული განათებები თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით იცვლება.

აღნიშნულ პერიოდში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში საგზაო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება; გალაკტიონის ხიდის ქვეშ გვირაბში შეზღუდვა ცალმხრივად, ლაგუნა ვერედან მშრალი ხიდის მიმართულებით იმოქმედებს; დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით ერთ ზოლში შეიზღუდება”. – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

The post თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow