თვალჭრელიძეზე გამოსახლებისას დაკავებული ქველაძეები შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქველაძეები – მამა და ორი შვილი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ ისინი სხდომათა დარბაზიდან შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. 24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში 17 ადამიანი დააკავა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე […] The post თვალჭრელიძეზე გამოსახლებისას დაკავებული ქველაძეები შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლეს appeared first on .

ივლ. 26, 2025 - 15:57
 0
თვალჭრელიძეზე გამოსახლებისას დაკავებული ქველაძეები შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქველაძეები – მამა და ორი შვილი გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ ისინი სხდომათა დარბაზიდან შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში 17 ადამიანი დააკავა.

ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. ამ დროისთვის, განაჩენის გამოცხადებას კიდევ 14 დაკავებული ელოდება.

დაკავებულთა შორის არიან საცხოვრებელში მცხოვრები ადამიანები, ასევე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

The post თვალჭრელიძეზე გამოსახლებისას დაკავებული ქველაძეები შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow