თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა – აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გავლენა გლობალურ ბაზრებსა და საქართველოზე. ღონისძიებას სახელწოდებით – „მსოფლიო და საქართველო: მიმდინარე ტენდენციები“ – ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა […]

აპრ. 17, 2025 - 15:27
 0
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა – -ის სატარიფო პოლიტიკის გავლენა გლობალურ ბაზრებსა და საქართველოზე.

ღონისძიებას სახელწოდებით – „მსოფლიო და საქართველო: მიმდინარე ტენდენციები“ – ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კაპიტალის დირექტორმა და კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა სავაჭრო პალატის წევრებს გაუზიარეს მოლოდინები, თუ რა გავლენას იქონიებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე, ასევე, მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და სექტორული ტენდენციები და პროგნოზები.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს გლობალურ ეკონომიკაზე, რაც გავლენას მოახდენს საქართველოზეც, მათ შორის ექსპორტზე, ფასებსა და ლარის კურსზე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის წილი საქართველოს იმპორტში 12.2%-ია, ექსპორტში – 2.1%, ინვესტიციებში – 7.4%-ს შეადგენს, ხოლო ფულად გზავნილებში – 18.4%-ს.

შეხვედრაზე განხილული იყო უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორიც. ს მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალში შემცირდა, თუმცა ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში თბილისში გაცემულია 2.7 მილიონი მ² საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა, რაც ბაზარზე მიწოდების ზრდას ნიშნავს.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს – 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტებმა 6.45 მილიონს მიაღწია, რაც 4.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან, რაც უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების შედეგია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow