"თორნიკეზე გული ძალიან დამწყდა" - რა სურდა თემურ ქეცბაიას ოქრიაშვილისგან

თემურ ქეცბაიას კომენტარი ნაკრებისა და ოქრიაშვილის შესახებ

მაი. 21, 2025 - 22:57
 0
"თორნიკეზე გული ძალიან დამწყდა" - რა სურდა თემურ ქეცბაიას ოქრიაშვილისგან
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ გააკეთა.

როგორც ქეცბაია ამბობს, მას გული ძალიან დაწყვიტა იმ ფაქტმა, რომ ოქრიაშვილმა ევრო 2024-ზე ვერ ითამაშა:

ძალიან დამწყდა გული, რომ ოქრი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად არ იყო. სადმე კარგად რომ ეთამაშა და ფორმაში ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში წავიდოდა.

თორნიკე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მისგან თამაშებსა და ვარჯიშებზე აგდებული დამოკიდებულება არასდროს მახსოვს. ჩემთან ანორთოსისში 2 წელი თამაშობდა და მისგან მუდმივად კმაყოფილი ვიყავი.

- ამბობს ქეცბაია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow