"თოფურიამ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადოს" - მახაჩევის მენეჯერი ქართველზე

"თოფურიამ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადოს" - მახაჩევის მენეჯერი ქართველზე

მაი. 14, 2025 - 22:27
 0
"თოფურიამ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადოს" - მახაჩევის მენეჯერი ქართველზე
ოფიციალურად დადასტურდა — UFC 317-ის მთავარ ორთაბრძოლაში ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება, დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის.

ამ თემას მალევე გამოეხმაურა ისლამ მახაჩევის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, რომელმაც განაცხადა, რომ თოფურიასთვის ეს შესაძლებლობა მახაჩევის გადაწყვეტილების დამსახურებაა:

"ვფიქრობ, თოფურიამ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადოს. მახაჩევმა ქამარი ვაკანტური გახადა, რათა ილიას ჩემპიონი გამხდარიყო. ეს ძალიან საპატიო ნაბიჯია. ისლამს არავინ არ ეშინია" — თქვა აბდელაზიზმა.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი თავდაპირველად სავარაუდოდ ჩარლზ ოლივეირას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ტრავმის გამო ბრძოლა გადაიდო. ქამრის დროებით ვაკანტურად გამოცხადების შემდეგ კი UFC-მ ახალი ტიტულისთვის თოფურია-ოლივეირას დაპირისპირება დაადასტურა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow