თოფურია თუ ოლივეირა? - ვოლკანოვსკიმ ფავორიტი დაასახელა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილ სატიტულო...

ივნ. 27, 2025 - 20:27
 0
თოფურია თუ ოლივეირა? - ვოლკანოვსკიმ ფავორიტი დაასახელა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილ სატიტულო ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი ფავორიტი ამ დაპირისპირებაში ქართველი მებრძოლია.

ოლივეირა დასაწყისში საკმაოდ აგრესიული იქნება, შეტევას ფეხებით შეეცდება, მაგრამ თოფურიამ კარგად იცის ეს და ბრძოლას სათანადოდ მიუდგება. მინდა, რომ ილიამ მოიგოს. თუ ჩარლზი აქტიურად ირჯება, თოფურია მას რამდენიმე მძიმე დარტყმას მიაყენებს და ბრძოლას მარტივად დაასრულებს,“ – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, ილია თოფურია სატიტულო ბრძოლას 29 ივნისს, UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow