38 წლის ჟირუ საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ოლივიე ჟირუ შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს - ფრანგული მედიის ცნობით, 38 წლის ვეტერანი თავდამსხმელი დიდი ალბათობით „ლილში“ გადავა...

ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, ჟირუ „ლოს ანჯელესიდან“ ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
ჟირუმ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად არაერთი ტურნირი მოიგო, ხოლო ამერიკულ MLS-ში მან 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გამოცდილება და სტაბილურობა შესაძლოა „ლილს“ შეტევაში სერიოზულად დაეხმაროს.
What's Your Reaction?






