"მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მესი საუკეთესოა" - ბრედ პიტი
ცნობილმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა, ინტერვიუში Goal-თან თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა. ორგზის „ოქროს გლობუსის“...

„მესი საოცარია, მას ვაღმერთებ. ტურისტი რომ ვიყო, მის სანახავად აუცილებლად წავიდოდი. მან დიდი გზა გაიარა, სანამ მსოფლიო ჩემპიონობას მიაღწევდა, მაგრამ შეძლო და ეს საოცარი წარმატება მოიპოვა. როცა ეს მოხდა, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად შეუდარებელია,“ – განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესი 2023 წლიდან „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ვარსკვლავმა MLS-ში 13 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლის გატანასა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
What's Your Reaction?






