თუ მარცვლეული პროგრესიით გაძვირდება, ფერმერები იძულებული გახდებიან კვერცხზე ფასი გაზარდონ – “ინვეტი”

ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში კვერცხის იმპორტი შეჩერდა. საუბარია სასურსათო კვერცხზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოდის. ადგილობრივი მწარმოებლები ამას მეზობელ სახელმწიფოში შექმნილ დეფიციტს უკავშირებენ. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მოთხოვნის 100% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება. მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კვერცხზე ფასი სტაბილურია და საფასო პოლიტიკის ცვლილება წინასააღდგომოდ არ განიხილება, თუმცა როგორც “კოდას” გენერალური დირექტორი ამბობს, ერთ-ერთ მთავარ […]

აპრ. 15, 2025 - 11:27
 0
თუ მარცვლეული პროგრესიით გაძვირდება, ფერმერები იძულებული გახდებიან კვერცხზე ფასი გაზარდონ – “ინვეტი”

ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში კვერცხის იმპორტი შეჩერდა. საუბარია სასურსათო კვერცხზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოდის. ადგილობრივი მწარმოებლები ამას მეზობელ სახელმწიფოში შექმნილ დეფიციტს უკავშირებენ. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მოთხოვნის 100% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება.
მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კვერცხზე ფასი სტაბილურია და საფასო პოლიტიკის ცვლილება წინასააღდგომოდ არ განიხილება, თუმცა როგორც “კოდას” გენერალური დირექტორი ამბობს, ერთ-ერთ მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი წლის დასაწყისში გაზარდეს, რაზედაც დიდი გავლენა ფრინველის საკვებზე მზარდმა ხარჯმა იქონია.
“ინვეტ ჯგუფის” ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა მწარმოებლებს ფასის გადახედვა კვერცხზე ისევ მოუწიოთ, მიზეზი ფრინველის საკვებ მარცვლეულზე არსებული მაღალი ფასია. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთმა, საიდანაც მარცვლეულის ძირითადი ნაწილი შემოდის, სიმინდის ექსპორტი საერთოდ აკრძალა.
“კვერცხის წარმოება სტაბილურია დღეს სხვა წლებთან შედარებით, იმპორტიც ნაკლებია. ძირითადად -ში, სხვა ქვეყნებში და ბოლო პერიოდში თურქეთშიც დაფიქსირდა ფრინველის გრიპი და ამან გამოიწვია დეფიციტები მსოფლიოს ბაზარზე. აქედან გამომდინარე ადგილობრივი ბაზარი აღარ შეუწუხებია იმპორტირებულ პროდუქციას და სხვა წლებთან შედარებით სტაბილურია, თუმცა წელს არასტაბილურია მარცვლეულის მოწოდება, ასევე მისი ფასები. ბოლო წლებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ხორბლის და სიმინდის ფასმა. გასულ წელს თუ მერყეობდა ხორბლის და სიმინდს ფასი ტონაზე 600-700 ლარამდე, წელს 1000 ლარამდეა მისული. ამასთან, რუსეთმა საერთოდ აკრძალა სიმინდის ექსპორტი მცირე მოსავლიანობის გამო.
საკვების გაძვირება სენსიტიურია, რადგან კვერცხის თვითღირებულების 80%-ს საკვები განსაზღვრავს. ბოლო კვირებში გაძვირება არ მომხდარა და სტაბილური ფასია, თუმცა თუ ასეთი პროგრესიით წავა მარცვლეულის გაძვირება, იძულებული გახდებიან ფერმერები პროდუქცია გააძვირონ. ახალ მოსავლამდე არ ველოდებით, რომ მარცვლეულზე ფასი დაბლა წამოვა”, – აცხადებს დავით შალამბერიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow