"თუ ოთარი გუნდიდან წავა.." - რას ამბობს შტურმის სპორტული დირექტორი

ავსტრიულ მედიაში შტურმის სპორტული დირექტორის კომენტარი ვრცელდება, რომელიც მან ოთარ კიტეიშვილზე გააკეთა

ივნ. 21, 2025 - 20:27
 0
"თუ ოთარი გუნდიდან წავა.." - რას ამბობს შტურმის სპორტული დირექტორი
Kleine Zeitung-მა შტურმის შესახებ დაწერა, რომ ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო და გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ გუნდი ქართველმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს.

2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ავსტრიაში პირველ სექტემბერს დაიხურება. თუ ოთარ კიტეიშვილი ზაფხულში ჩვენს გუნდს დატოვებს, ცვლილებები დაგვჭირდება.

- ავრცელებს გამოცემა შტურმის სპორტული დირექტორის სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერით პრემიერ ლიგის კლუბები, ლიდსი და სანდერლენდი არიან დაინტერესებულნი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow