ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ბოლო ტურში ლეიმა კორუნამ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის გუნდს – ბრუკლინს უმასპინძ₾ა. მოგეხსენებათ, ბასკონიას ღირსებას საქართევლოს მოქალაქეობის ნატურალიზების გზით მფლობელი, ჩვენი ნაკრების წევრი და იმედი, კამარ ბოლდუინი იცავს.
შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და ის ბასკონიელთა გამარჯვებით – 105:101 დასრულდა. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 22:23 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლდუინი, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:49 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. Kამარმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
ლეიმა კორუნამ სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 მატჩი მოიგო და ქვედა ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩა, ბასკონიას კი 19 მოგება და 15 მარცხი მოუგროვდა და მე-8 ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფის საწყის რაუნდში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ მადრიდის რეალს შეხვდება.
gbf
What's Your Reaction?






