ირაკლი კობახიძე – ალბანეთში, გამოსვლის მესამედი იმაზე საუბარს დავუთმე, რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია, რადგან არ სიამოვნებდა

ფაქტები მეტყველებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ – როცა ამას რაციონალური ახსნა არა აქვს, ახსნა შეიძლება მოვძებნოთ იმაში, რომ ვიღაც ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ხელს აფათურებს! ეს არის Deep State-ი! – აღნიშნული განცხადება მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამოსვლის მესამედი […]

მაი. 22, 2025 - 00:57
 0
ირაკლი კობახიძე – ალბანეთში, გამოსვლის მესამედი იმაზე საუბარს დავუთმე, რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია, რადგან არ სიამოვნებდა

ფაქტები მეტყველებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ – როცა ამას რაციონალური ახსნა არა აქვს, ახსნა შეიძლება მოვძებნოთ იმაში, რომ ვიღაც ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ხელს აფათურებს! ეს არის Deep State-ი! – აღნიშნული განცხადება მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გააკეთა.
როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამოსვლის მესამედი იმაზე საუბარს დაუთმო, თუ რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. კობახიძის თქმით, “ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს“.
“ჩვენ არაერთხელ გვიკითხავს, რა უნდა გავაკეთოთ? ხომ ამბობენ, რომ იციან, რა არის გასაკეთებელი. ვეკითხებით: რა გავაკეთოთ და ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან, რადგან მართლა არაფერია გასაკეთებელი!
მაგალითად, ვეღარ გვეუბნებიან, რომ “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა გავაუქმოთ. ამას ვერ გვეუბნებიან, რადგან -ს ახალმა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ USAID-ის, NED-სგან და მსგავსი ფონდებისგან. რანაირად გვეტყვიან, რომ გამჭვირვალობის კანონი არის რუსული და უნდა გაუქმდეს?!
ვერ გვეუბნებიან თუ რისთვის გვაკრიტიკებენ – რაში გამოიხატება ის, რომ ჩვენ ევროპული კურსის მიმდევარი არა ვართ?
თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელოვნურ დაბრკოლებას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია. მან 2022 წელს ყოვლად დაუსაბუთებელი, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით. იგივე მოხდა შემდეგ დეკემბერში, მარტში, ივნისში და ასე შემდეგ. ორი წელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამის შემდეგ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება მოლაპარაკების არგახსნასთან დაკავშირებით. ახლა თქვენ თვითონ შეგილიათ განსაჯოთ თუ ვინ ქმნის ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინათ, არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ პროევროპული არ ვიყავით. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და გვითხრეს, რომ ევროპული ინტეგრაცია არ გვინდოდა. ხომ ჩანს, თუ ვის არ უნდოდა?! ეს მათემატიკური სიზუსტით დგინდება!“, – განაცხადა მ.
ამასთან, კობახიძე ევროკავშირის მისამართით იმასაც ამბობს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტირებულად უნდა დაელაპარაკოს და არგუმენტებით ახსნას, თუ რატომ თქვა უარი ჯერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე.
“ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ჩაერია – მან პირდაპირ განაცხადა, რომ ს დღეს საჭირო იყო ამომრჩევლის მობილიზაცია იმისთვის, რომ მოქმედი ხელისუფლება შეეცვალათ. ეს ხომ არის ანტიდემოკრატიული ქმედება?! ამის შემდეგ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვინ უნდა გააკრიტიკოს?! ისინი ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში პირდაპირ ჩაერივნენ!
საქართველოში რევოლუციას Deep state-ი აწყობდა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის ხელით!
ვინც რევოლუციას გვიწყობდა, არავითარი ლეგიტიმური უფლება არა აქვს ჩვენ რაიმე მოგვთხოვოს! პირდაპირ რევოლუციას გვიწყობდნენ და ამ ყველაფერში მთელი ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ჩართული. მათ შორის ვინც მილოცვებისგან თავს იკავებდა, ამით საქართველოში რევოლუციურ პროცესებს პირდაპირ ახალისებდა.
ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ და საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, რატომ აწვალეს ქართველი ხალხი სამი წელი და რატომ ეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow