ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. „შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაი. 16, 2025 - 19:56
 0
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow