ირაკლი კობახიძის თქმით, წლების განმავლობაში „ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში“ ცხოვრობდნენ
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ ამბობს, რომ პარტიას წლების განმავლობაში „ძალდატანებულ კოჰაბიტაციის რეჟიმში“ უწევდა ცხოვრება და დღეს „საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“. მას არ განუმარტავს, რას ნიშნავს „ძალდატანებული კოჰაბიტაცია“ ან ვინ აიძულა ისინი ყოფილიყვნენ ამ რეჟიმში სურვილის საწინააღმდეგოდ. „ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე...

What's Your Reaction?






