თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპამ აშშ-თან შეთანხმებით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ახალი სანქციები დააწესოს – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომდევნო დღეებში, თუ მოსკოვი არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მაკრონის თქმით, სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს ფინანსური სერვისებს, ნავთობსა და ბუნებრივ აირს. „ჩვენი სურვილია, რუსეთი თუ დაადასტურებს 30-დღიანი ზავის შეთანხმებასთან შეუსაბამობას, კვლავ დავაწესოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე დავაწესეთ რამდენიმე ათეული და დავაწესებთ მათ […] The post თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპამ აშშ-თან შეთანხმებით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ახალი სანქციები დააწესოს – მაკრონი appeared first on .

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომდევნო დღეებში, თუ მოსკოვი არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
მაკრონის თქმით, სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს ფინანსური სერვისებს, ნავთობსა და ბუნებრივ აირს.
„ჩვენი სურვილია, რუსეთი თუ დაადასტურებს 30-დღიანი ზავის შეთანხმებასთან შეუსაბამობას, კვლავ დავაწესოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე დავაწესეთ რამდენიმე ათეული და დავაწესებთ მათ მომდევნო დღეებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირში. ჩვენ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ომი უნდა შეწყდეს და უკრაინა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად საუკეთესო მდგომარეობაში მოლაპარაკებების დასაწყებად. თავად უკრაინელებსაც აქვთ ნათელი ხედვა იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ უნარი, დაიბრუნონ ყველაფერი, რაც 2014 წლიდან წართმეული აქვთ“, – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში.
The post თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპამ აშშ-თან შეთანხმებით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ახალი სანქციები დააწესოს – მაკრონი appeared first on .
What's Your Reaction?






