შსს – ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ მას შემდეგ, რაც შსს-ს თანამშრომლებმა გააჩერეს, ნარკოლოგიურ შემოწმებას 314 ადამიანი დასთანხმდა, მათგან 240-ს მოხმარება დაუდგინდა. მათივე ცნობით, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები. “ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, […]

ივლ. 10, 2025 - 00:27
 0
შსს – ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ მას შემდეგ, რაც -ს თანამშრომლებმა გააჩერეს, ნარკოლოგიურ შემოწმებას 314 ადამიანი დასთანხმდა, მათგან 240-ს მოხმარება დაუდგინდა.
მათივე ცნობით, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები.
“ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული”, – წერია განცხადებაში.
უწყებისავე ცნობით, დეზინფორმაციაა, რომ პოლიციის თანამშრომლები ნარკოლოგიური შემოწმებისთვის მხოლოდ მიმდინარე აქციების მონაწილეებს აჩერებენ.
“ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. პოლიციის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, მათ შორის ნარკოლოგიური შემოწმებაც, მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს.
ასევე მოვუწოდებთ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, არათუ ხელი შეგვიშალონ, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, სადაც ინფორმაციის სწორად მიწოდებას განსაკუთრებული როლი ეკისრება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
8 ივლისს სოციალურ ქსელ აქტივისტებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები მათგან ნარკოლოგიურ შემოწმებას მოითხოვდნენ. დღესაც რამდენიმე აქტივისტმა დაპოსტა, რომ მათაც სთხოვეს ნარკო-ტესტის ჩაბარება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow