შალვა ნათელაშვილის წერილი დონალდ ტრამპს

ლეიბორისტული პარტიის შალვა ნათელაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართავს: ,,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტა მის აღმატებულებას დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. ძვირფასო პრეზიდენტო, ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენი აღმატებულებისადმი. თქვენმა აქტიურმა საქმიანობამ გამოაცოცხლა მსოფლიო პოლიტიკა, რაც აუცილებლად წაადგება დიადი ამერიკის მომავალს. შევიტყვეთ თქვენს მნიშვნელოვან მორიგ ინიციატივაზე, სირიისათვის სანქციების […] The post შალვა ნათელაშვილის წერილი დონალდ ტრამპს appeared first on .

მაი. 14, 2025 - 02:57
 0
შალვა ნათელაშვილის წერილი დონალდ ტრამპს

ლეიბორისტული პარტიის შალვა ნათელაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართავს:

,,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტა მის აღმატებულებას დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. ძვირფასო პრეზიდენტო, ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენი აღმატებულებისადმი. თქვენმა აქტიურმა საქმიანობამ გამოაცოცხლა მსოფლიო პოლიტიკა, რაც აუცილებლად წაადგება დიადი ამერიკის მომავალს. შევიტყვეთ თქვენს მნიშვნელოვან მორიგ ინიციატივაზე, სირიისათვის სანქციების მოხსნის შესახებ ამასთან დაკავშირებით გვინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რომ ამ ქვეყნის, წინა ამჟამად დამხობილმა ასადის მთავრობამ, მოსკოვის მითითებით, თავის დროზე აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. უდიდესი იმედი გვაქვს, რომ სანქციების გაუქმებამდე, სირიის მოქმედი მთავრობა უკან წაიღებს ამ უკანონო აღიარებას, რაშიც გვაქვს მოკავშირე ამერიკისა და პირადად თქვენი უდიდესი იმედი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილი“

The post შალვა ნათელაშვილის წერილი დონალდ ტრამპს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow