„ისევ მანიპულაციის მცდელობა”, – ზელენსკი პუტინის მორიგ ზავზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მანიპულაციის მორიგ მცდელობად აფასებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად დროებითი ზავის გამოცხადების შესახებ. 28 აპრილს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება ერთი წამითაც არ სურთ და მზად არიან მაქსიმალურად სწრაფად იმუშაონ ყველა პარტნიორთან, ვისაც მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთი […]

აპრ. 29, 2025 - 09:57
 0
„ისევ მანიპულაციის მცდელობა”, – ზელენსკი პუტინის მორიგ ზავზე

უკრაინის პრეზიდენტი მანიპულაციის მორიგ მცდელობად აფასებს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად დროებითი ზავის გამოცხადების შესახებ.
28 აპრილს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ში ომის გაგრძელება ერთი წამითაც არ სურთ და მზად არიან მაქსიმალურად სწრაფად იმუშაონ ყველა პარტნიორთან, ვისაც მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთი ამ ყველაფერს მუდმივად უარყოფს, მსოფლიოთი მანიპულირებს და -ის მოტყუებას ცდილობს.
„ისევ მანიპულაციის მორიგი მცდელობა. რატომღაც, ყველა 8 მაისს უნდა დაელოდოს და ცეცხლი მხოლოდ მაშინ უნდა შეწყვიტოს, რათა აღლუმის დროს პუტინისთვის სიჩუმე იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა აფასებს ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს, ამიტომ 8 მაისს არ უნდა დაელოდონ და საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა სულ მცირე 30 დღით, რაც საფუძველს შექმნის რეალური დიპლომატიისთვის.
28 აპრილს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ „გამარჯვების მე-80 წლისთავის დღეებში“, 8 მაისიდან 11 მაისამდე ზავი ცხადდება „რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“.
9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმია დაგეგმილი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.
პუტინის ბრძანებით, რუსეთს „სააღდგომო ზავი” ჰქონდა გამოცხადებული 19-დან 21 აპრილამდე. ამ პერიოდში უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.
უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ მარტში, საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებაზე დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.
მას შემდეგ დან იყო არაერთი მოწოდება საბრძოლო მოქმედებების სულ მცირე 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow